თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს.ფიცის მიღებამდე რეზერვისტებმა რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. 4-წლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს.
კურსის მთავარი ამოცანა გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა.
სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ.