საკრებულოს სხდომა ხულოში

28 მაისი 2025, 14:15 159 ნახვა

დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს დეპუტატებმა ხულოში. საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დაამტკიცეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხა.

კონკრეტულად კი სხალთის ხეობაში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის ფართის ნაწილი იქ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცეს დროებით საკუთრებაში. 

საკრებულომ ასევე დაამტკიცა წარმომადგენლობით ორგანოში საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში დასაქმებული რამდენიმე თანამშრომლისთვის კატეგორიის მატება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში