ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

28 მაისი 2025, 16:31 159 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც 29-30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის. CPAC-ის რიგით მეოთხე კონფერენციაზე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა. 

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს უნგრელ კოლეგასთან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში