კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვიცავთ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია - ლევან ჟორჟოლიანი

29 მაისი 2025, 10:15 117 ნახვა

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე  ვისაუბრებთ, როგორ ვიცავთ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო, მთავრობა, იმ ღირებულებებს, რომლებიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„ბუდაპეშტი მასპინძლობს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას (CPAC), სადაც იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც აერთიანებთ კონსერვატიული ღირებულებები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ღონისძიებას გახსნის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარია.

ვისაუბრებთ იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში ორმაგ სტანდარტებს. ასევე, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვიცავთ ქართველები, ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო მთავრობასთან ერთად, იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში