პოლიტიკურ წრეებში კვლავ აქტუალურია ბიძინა ივანიშვილის უარი შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე და საელჩოსა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ გავრცელებული განცხადებები.
პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი სწორად მოიქცა და საელჩოს პოზიცია გაუგებარია. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.
შეგახსენებთ გუშინ შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე. მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს ელჩს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც განცხადების მიხედვით ელჩმა უარი თქვა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადების მიხედვით ეს ამყარებს რწმენას, რომ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად.