საქართველოს პრემიერის გამოსვლა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე. სხვა ლიდერების მსგავსად ირაკლი კობახიძემ თავის 10 წუთიან გამოსვლაში საქართველოს მთავრობის გზავნილები გააჟღერა და ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე გაამახვილა ყურადღება.
პრემიერის თქმით, ქართველებს ეამაყებათ ქრისტიანობა და ყველაფერი კეთდება მის დასაცავად. აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა არ აღიარებს ორმაგ სტანდარტებს და რომ მათთვის მთავარი მშვიდობაა და არა ომი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა და მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა - ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული.