რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს? - პოლიტიკური შეფასებები

29 მაისი 2025, 20:00 124 ნახვა

პოლიტიკურ წრეებში კვლავ აქტუალურია ბიძინა ივანიშვილის უარი შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე. პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი სწორად მოიქცა და საელჩოს პოზიცია გაუგებარია.
ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. შეგახსენებთ გუშინ შეერთებული შტატების სალეჩომ გაავრცელა განცხადება რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე.
მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს ელჩს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც განცხადების მიხედვით ელჩმა უარი თქვა.
ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით, ეს ამყარებს რწმენას, რომ წამყვან ფაქტორად პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში