საკრებულოს სხდომა ქედაში

30 მაისი 2025, 14:19 299 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში. სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტები დამტკიცდა. აქედან 38 სოფლის მოსახლეობა გარეგანათების მოწყობას ითხოვს, რისთვისაც 420 000 ლარი დაიხარჯება.

26 სოფლის მცხოვრებლებმა გზა ბეტონის შეძენა აირჩია.

პროექტებს შორისაა საერთო სარგებლობის სასაფლაოების შემოღობვა, სანიაღვრე სისტემის მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია. სხდომაზე დეპუტატებმა დააწესეს მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის იყო საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიისა და აიპ ქედის კულტურის ცენტრის 2024 წლის ანგარიშები, რომელიც დადებითად შეფასდა.

სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი