საქართველოს მთავრობამ ევროპული მომავლის მიმართ თავისი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების ჩასახშობად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ბაიბა ბრაჟეს განცხადებით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს.