„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ძალაში შევიდა

31 მაისი 2025, 20:08 287 ნახვა

ე.წ. „ფარას კანონი“ დღეს ძალაში შევიდა, რამაც პოლიტიკური მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოპოზიციურ სპექტრში მიაჩნიათ, რომ ეს კანონი ავტორიტარულია და მას სხვა მისწრაფებები აქვს. 

კანონი არ მოსწონს ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებს და ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს და მას დემოკრატიისგან უკან დახევად აფასებენ, ხოლო მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა და ის ამერიკულის ანალოგია, შესაბამისად დემოკრატიული ღირებულებების გამყარებისკენაა მიმართული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი