თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია სხდომებზე წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებს იბარებს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი მათ საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს.
კომისიამ მუშაობა გამოსაძიებელი საქმეების რაოდენობის გამო 5 ივლისამდე გაახანგრძლივა.