ცვლილება მაუწყებლის შესახებ კანონში - განცხადებები

05 ივნისი 2025, 14:59 165 ნახვა

პრემიერი ირწმუნება, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება და არა ცენზურას. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კანონი ყველა მედიასაშუალებას თანაბრად ეხება და ოპოზიციურ პარტიებს, ცენზურაზე საუბრის ნაცვლად, შეუძლიათ მიმართონ კომუნიკაციების კომისიას. უჩივლონ არხებს, რომლებიც მათ  „რადიკალურ ოპოზიციად“ მოიხსენიებენ.

1 ივნისიდან  კომუნიკაციების კომისია ადგენს,  მაუწყებელმა დაარღვია თუ არა  ეთიკური სტანდარტი, გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს - თუ არხი ამ მითითებას არ შეასრულებს, დააჯარიმებენ.

დაჯარიმება შესაძლებელი იქნება, თუ გაფრთხილების მიღებიდან ერთ წელში კომისია მას კიდევ ერთ დარღვევას დაუდგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში