საჯარო განხილვა ქობულეთში კაფე-ბარ „ ჰავანას“ დაჯარიმების ფაქტზე

05 ივნისი 2025, 19:55 600 ნახვა

ქობულეთის მერიაში კაფე-ბარ „ ჰავანას“ ირგვლივ საჯარო განხილვა მიმდინარეობს. საუბარია ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კაფის მეპატრონის დაჯარიმებაზე, რომლის მიხედვითაც მფლობელს სამშენებლო საქმიანობის შეჩერება და შენობის დემონტაჟი დაევალა. ჯარიმა კი სულ 50 ათასი ლარია.
შპს “ ჰავანას “ იურისტი ზაზა ხატიაშვილი, ჯარიმას აპროტესტებს და აცხადებს, რომ სანქცია უკანონოდ გატარდა და მიმდინარე წელს არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობდა.
მისი არგუმენტით სასამართლომ ობიექტის საქმიანობა 2023 წელს კანონიერად შეაფასა, ობიექტის მშენებლობის ნებართვა კი ქობულეთის მერიას ჰქონდა გაცემული. საჯარო განხილვის ფარგლებში მხარეები კაფესთანაც იმყოფებოდნენ.
ობიექტის უფლებების დამცველი აცხადებს, რომ საკუთრების უფლებას სტრასბურგშიც დაიცავს. ქობულეთის მერიაში გვიპასუხეს, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში მიიღებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში