21 ფესტივალი საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად დასახელდა

06 ივნისი 2025, 14:11 363 ნახვა

აჭარის კულტურის სამინისტრომ საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული ფესტივალები გამოავლინა. ,,კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის’’ ფარგლებში გამოცხადებულ  კონკურსში 32-დან  კომისიამ  21 გამარჯვებული ფესტივალი გამოავლინა. 

ფესტივალები წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით ივნისიდან-ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. 

გამარჯვებული პროექტების ავტორებთან დღეს სამინისტრომ არაფორმალურ გარემოში  შეხვედრა გამართა. 

ფესტივალების დაფინანსება ჯამში მილიონ ლარს აჭარბებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში