დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო ფარიკაობაში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი ფარიკაობაში.
ასპარეზობა ვაჟთა და გოგონათა შორის ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში, ხმალსა და რაპირაში ტარდება. დღეს ჩემპიონები და პრიზიორები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდნენ, რომლებიც თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ხვალ ტურნირი უკვე რაპირით ფარიკაობაში გაგრძელდება.