„ქართული ოცნების“ საჩივარი

07 ივნისი 2025, 14:59 111 ნახვა

მე-11 მოწვევის პარლამენტის მიერ თებერვალში მიღებული რეგულაციით "ქართულმა ოცნებამ" სამართლებრივი დავა დაიწყო. მმართველი პარტია რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეცა. ვის მიმართ დაიწყება სამართლებრივი დავა ჯერ უცნობია.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ უკონტროლო შეურაცხყოფაზე, გინებასა და ზიზღის ენაზე სახელმწიფოს რეაგირება მნიშვნელოვანია და საჩივრის მომზადების მიზეზიც ეს არის. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა - ასე აფასებს „ოცნების“ მორიგ ინიციატივას ოპოზიცია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში