მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო’მალი დაამარცხა.
34 წლის ქართველმა შეხვედრა მესამე რაუნდში მოიგო.
აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა და UFC-ის ისტორიაში მეცხრე მებრძოლია, რომელმაც ზედიზედ 13 ბრძოლა მოიგო.
მსგავსი მაჩვენებელი ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ცხრა მებრძოლს აქვს. ესენი არიან – ანდერსონ სილვა (16), ისლამ მახაჩევი (15), კამარუ უსმანი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი და მერაბ დვალიშვილი (13).
ყველა მათგანი UFC-ის ჩემპიონი იყო და შერეული ორთაბრძოლების ლეგენდად მიიჩნევა.
ქართველი მებრძოლის შეხვედრას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.