ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ამ დრომდე სტიკერის გაკვრის საქმეზე მსჯელობენ, რომელსაც სასამართლო უკვე მეორედ განიხილავს.
ამ საკითხის დასრულების შემდეგ პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე სილის გაწვნის საკითხით გაგრძელდება.
განხილვის პარალელურად სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერების აქცია გაიმართა. ისინი მედიამენეჯერის გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან აცახდებენ, რომ იგი უკანონო პატიმრობაშია.