ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე - საგამოძიებო კომისიის სხდომა

09 ივნისი 2025, 17:53 70 ნახვა

დროებით საგამოძიებო სხდომაზე ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.
კომისიის წევრებმა ზაზა გვიმრაძესა და ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმინეს. ისინი იმ პირებს შორის იყვნენ, რომლებიც 2011 წლის 26 მაისს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალმხრივი უფლებების დარღვევით აიყვანეს შემდგომ აწამეს.
ნიკოლოზ გოგუაძე, იხსენებს, რომ 2011 წელს ორგანიზაცია „ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობის“ რომლის თავმჯდომარეც თავად იყო პრეზენტაცია გააკეთა, რის შემდეგაც დაიწყო ორგანიზაციის წევრების დევნა და მუქარა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან , რის გამოც 24-მა ადამიანმა ყინწვისის სამონასტრო კომპლექსს შეაფარეს თავი.
მისი თქმით, სწორედ იქ განხორციელდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ნიკოლოზ გოგუაძე აცხადებს, რომ მეგის ქარდავამ, მაშინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა პირდაპირ უთხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა.
ჰყვება რომ შემდეგ მიკროავტობუსებით წამოიყვანეს დაკავებულები და მათ შორის ერთ-ერთი , ჯემალ სურამელაშვილი, მიკროავტობუსზე ჩააბეს და გზაზე ათრიეს. სასულიერო პირები კი ვინც ფაქტს შეესწრნენ და გააპროტესტეს გოგუაძის თქმით, სპეცრაზმის წევრებმა სცემეს.
რაც შეეხება ზაზა გვიმრაძეს, იხსენებს, რომ სპეცრაზმს სპეცოპერაციის დროს მიკროავტობუსებში მომარაგებული ჰქონდათ იარაღი, რომლის საშუალებითაც მზად იყვნენ დაედგათ სამშობლოს გადატრიალების მცდელობის გამოგონილი სცენარი.
მისი თქმით დაკავებულ 24 ადამიანს სცემდნენ, აწამებდნენ და ფიზიკურად სხვადასხვანაირად უსწორდებოდნენ როგორც დაკავების დროს, ასევე ქარელის პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოშიც და ციხეშიც.
გვიმრაძის განცხადებით წამების გზით მას სთხოვდნენ აღიარებითი ჩვენების დაწერას, თითქოს სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად მეუფე იობი და საპატრიარქო იარაღს აძლევდნენ.
აღიარებაზე უარის თქმის შემდგომ კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც თითქმის 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად სცემდნენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში