საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთს დაუპირისპირდა და 41:10 დაამარცხა. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გადის.
ბულგარელებთან მატჩის ბომბარდირი მაგრაქველიძე გახდა, რომელმაც 6 გოლი გაიტანა; 5-5 გოლი გაიტანეს ვაშიჩმა, პიეშივაჩმა და ჩიქოვანმა.
ოთხ-ოთხი გოლი ჰქონდათ ახვლედიანსა და შუშიაშვილს. ქართველი წყალბურთელები დღეს შვეიცარიას შეხვდებიან, ხოლო ხვალ ისრაელს.