პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ შემოდგომაზე იტალიაში გაემგზავრება და იქაურ კლუბებთან ორ ტესტმატჩს გამართავს. ქართველი მორაგბეები 6 სექტემბერს – „ზებრეს“, ხოლო 12 სექტემბერს „ბენეტონს“ დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ მაისში „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეზე იმყოფებოდა, სადაც ორი მატჩი გამართა და ორივე მოიგო – 47:33 სძლია „ედინბურგს“, ხოლო „გლაზგო უორიორსი“ 26:14 დაამარცხა.