საკადრო ცვლილებები შსს-ში

10 ივნისი 2025, 12:01 284 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრს  ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე  მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.  შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა. მან ზვიად ხარაზიშვილი ჩაანაცვლა.  

გარდა ამისა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად  ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დაინიშნა; თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე კი  ვაჟა სირაძე დაინიშნა; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან მაისურაძე გახდა.

ლაშა გოგნიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის  დირექტორად კი თეიმურაზ კალანდაძე. 

ქვემო ქართლის პოლიციის ხელმძღვანელი  ლევან კვიციანი გახდა; რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; სამცხე-ჯავახეთის პოლიციას ზაზა ცხაკაია უხელმძღვანელებს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს კი კახაბერ მურადაშვილი; უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საკადრო ცვლილებების მიზანი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და განვითარებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში