ბუდაპეშტში მთავრობათაშორის სამიტზე ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში თანამშრომლობა განიხილება - პაატა სალია

11 ივნისი 2025, 10:01 117 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, - განუცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს. 

მისი თქმით, სამიტი საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იმართება. 

„სამიტის ფარგლებში იქნება, როგორც ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ასევე იქნება ცალკეული შეხვედრები დარგობრივი მინისტრებთან. მე უშუალოდ გავმართავ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან და ასევე იუსტიციის მინისტრთან. საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, უკვე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლითაც ჩამოყალიბებულია 2024-2025 წლების ღონისძიებები, რაც უნდა გატარდეს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების მიერ. ეს გულისხმობს თანამშრომლობას ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში, ასევე ეს ეხება საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას, რაც გულისხმობს ქართული კანონმდებლობის და საქართველოს სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან. ჩვენი თანამშრომლობა ასევე მოიცავს მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვას და ურთიერთგაცვლის პროგრამების განსაზღვრას“, - განაცხადა პაატა სალიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში