„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტულისთვის იბრძოლებს

11 ივნისი 2025, 11:05 147 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ შვებულება დასრულდა და ლუის ენრიკეს გუნდი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს. გუნდთან ერთადაა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც გუნდთან ერთად წელს მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჯგუფში 15 ივნისს, მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება, 20 ივნისს ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“, ხოლო ბოლო ტურში 23 ივნისს, ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“.

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ თამაშობდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში