პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს უსმენს. პარლამენტი გაბიტაშვილს ახალ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
გაბიტაშვილმა კომიტეტის წევრებს გენერალური აუდიტორის პოსტზე საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.