სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გეოლოგიური პროცესებით, დიდთოვლობით და ხანძრით დაზარალებულ 598 ოჯახს, 5 მილიონ 583 ათას 477 ლარით დაეხმარება.
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ 526 ოჯახს ფინანსური დახმარება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხოლო გეოლოგიური პროცესების და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 72 ოჯახს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა.