საგნობრივ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება

11 ივნისი 2025, 14:04 198 ნახვა

შუახევში საგნობრივი კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ისტორია-სამოქალაქო განათლებასა და ინგლისური ენაში  ჩატარდა.

კონკურსში  მონაწილეობდა 700-მდე  მოსწავლე მონაწილეობდა,  როგორც   საჯარო სკოლებიდან, ასევე საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლიდან.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელები და სასაჩუქრე  ვაუჩერები გადაეცათ, ხოლო სკოლებს,  მასწავლებლებსა და  რესურსცენტრის  წარმომადგენლებს მადლობის ბარათები.

პროექტი შუახევის მერიის მხარდაჭერითა და   რესურსცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში