მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე - ვიქტორ ორბანი

11 ივნისი 2025, 19:37 184 ნახვა

საქართველოს აქვს 7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა, ჩვენც გვინდა ამხელა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ დრო მოვა და გვექნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ორბანის თქმით, ასეთი შედეგების გაზიარება უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, ქართველო მეგობრებო. ჩვენ ასეთი შეხვედრები უფრო ბევრჯერ დაგვჭირდება, რადგან ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე ევროპიდან დელეგაცია, რომელიც ნამდვილად არის ძალიან დიდი სიამოვნება. საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. ყველას შურს მათი, ჩვენც გვშურს საქართველოსი – 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა. კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწოფო ვალი. ამ წლების განმავლობაში ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია. ასეთი შედეგების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი შედეგების მიღწევა ძალიან დიდი ნახტომია წინ.

 

ალბათ არ იყო ეს იოლი, მაგრამ ჩვენც, უნგრელებს გვექნებოდა დიდი პატივი, ასეთი შედეგი გვქონოდა 2022 წელს, როდესაც გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები ცდილობდნენ,  ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებშიც არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორიც ახლა ვართ. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთანაც ეშინია ევროკავშირს, ბრიუსელს ბრძოლა. საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ეს ემოცია ჩვენთვის არის საერთო. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა ამხელა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ დრო მოვა და ჩვენც გვექნება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქართველ მეგობრებთან ერთად, არაერთ პროექტს განვახორციელებენ, რადგან საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება.

ორბანის განცხადებით, უნგრეთი იცავს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც.

როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იაროს მტკიცედ.

„ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თავს საქართველოს მოამაგედ, მოკავშირედ და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იარონ მტკიცედ. სექტემბერში 50 საჯარო მოხელე გვეყოლება გადამზადებული საქართველოდან და უნგრელ ექსპერტებსაც გავაგზავნით საქართველოში. დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა ეკონომიკურ მიმართულებაზე, მიღწევებზე, თანამშრომლობაზე და მადლობას ვუხდით ქართველ მეგობრებს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე.

„ჩვენ ყოველთვის საქართველოს მოკავშირედ ვგრძნობთ თავს და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე მტკიცედ იაროს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში