ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

12 ივნისი 2025, 09:01 133 ნახვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის. 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი გოგელაშვილმა ფინალში მოლდოველი იგნატ მეიკო 9:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა საბა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ჩემპიონი გახდა ერეკლე თავბერიძე, ტურნირის ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი გიორგი ჩაჩუამ მოიპოვა. ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

დღეს ასპარეზობა ქალთა შორის გაიმართება. საქართველოს სახელს ლიზა შავაძე, ნინი წივწივაძე, მირანდა კაპანაძე, ანი ჩაჩანიძე და ანა გოდელაშვილი დაიცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში