საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია

12 ივნისი 2025, 14:13 114 ნახვა

საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია მიმდინარეობს ბათუმში. კონფერენციაში 19 ქვეყნის ასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს და მისი  მთავარი მიზანი სადაზღვევო ბაზარზე მიღებული გამოცდილების გაზიარება, ასევე გამოწვევების  გაანალიზება და განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობაა.

ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ერთ სივრცეში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით შეიკრიბა.  

სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის თმით, ქართულ სადაზღვევო ბაზარზე შემოსავლები გაიზარდა და მილიარდს გადააჭარბა, თუმცა მისი და სადაზღვევო კომპანიების შეფასებით ადგილობრივ ბაზარს  უფრო მეტი პოტენციალი აქვს.

ონოფრიშვილის თქმით შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია გაიზარდოს მომსახურების ხარისხი დაზღვეული პირების მიმართ, როგორც სამედიცინო ასევე სხვა სფეროებში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში