პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

12 ივნისი 2025, 14:18 137 ნახვა

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები დამტკიცებულია, ცვლილებას მხარდაჭერა დღევანდელ სხდომაზე 84-მა დეპუტატმა გამოუცხადა.  

კანონპროექტის გადამუშავებული რედაქციით, ჩასწორდა გრანტის გამცემ დონორთა ჩამონათვალი და მათ სიას “აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია“ დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი სახსრები გრანტად იქნება მიჩნეულნი.

გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი იქნება როგორც წერილობითი ხელშეკრულება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის, ასევე უცხოური გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში