საპროტესტო აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი

12 ივნისი 2025, 14:01 116 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურას 4 მოწმეს  მოუსმენენ, გადაისინჯება დაკავებული პირების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა.

პროკურატურა ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და გიორგი გიორგაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების,  პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს.  

დაცვის მხარეს კი მიაჩნია, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში