სასამართლომ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა

12 ივნისი 2025, 17:49 203 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში