საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირიs სასამართლო პროცესი

13 ივნისი 2025, 17:53 121 ნახვა

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ქიტიაშვილი იკითხება.
როგორც გამომძიებელმა განაცხადა, შსს-ს პრესსამსახურიდან უწყების ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეომასალა შეისწავლა და ოქმი შეადგინა. მისი განმარტებით, ვიდეოებში სამი ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა. ესენი არიან: ქერაშვილი, თეთრაშვილი და მირცხულავა.
მოწმის თქმით, კადრებში ჩანს, რომ ისინი პიროტექნიკასა და ბლაგვ საგნებს პოლიციელების მიმართულებით ისვრიან. ადვოკატები მოწმისგან ითხოვდნენ კადრებში ეჩვენებინა პოლიციელები, ვისკენაც ბრალდებულები საგნებს ისროდნენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ კადრებში პოლიციელები არ ჩანან. პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში