ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარადგინეს. ჭახათის სკოლის კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს სკოლის ისტორია. დააჯილდოვეს მასწავლებლები, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით თაობების აღზრდასა და განათლებაში.