ალექსანდრე სამხარაძე, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - შსს

14 ივნისი 2025, 13:45 139 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

შსს-ში აცხადებენ, რომ ალექსანდრე სამხარაძე, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 13 ივნისს ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

„ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში