ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერგეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

15 ივნისი 2025, 15:24 758 ნახვა

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერგეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე, თამარ ბეჟანიშვილი ორი ბრალდებულის, გოგი ბარამიძისა და თამაზ შარაძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. 

ბრალდებულების მტკიცებით, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას. მოსამართლემ დაკავებულებს განუმარტა, რომ ფაქტს მოყვება შესაბამისი რეაგირება.

ბეჟანიშვილმა ბრალდებული ბარამიძე ხმაურის გამო დარბაზიდან გააძევა.

საქმე ეხება ბესო ბოლქვაძის საკუთარ ავტომობილში მკვლელობის ფაქტს.

ბარამიძეს პროკურატურა განზრახ მკვლელობას, შარაძეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში