ერგეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
როგორც ბრალდებულები ამტკიცებენ, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას. მოსამართლე, თამარ ბეჟანიშვილმა დაკავებულებს გაუმარტა, რომ ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.
საქმე ეხება ბესო ბოლქვაძის საკუთარ ავტომობილში მკვლელობის ფაქტს.
გოგი ბარამიძეს პროკურატურა განზრახ მკვლელობას, თამაზ შარაძეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.