თორნიკე შენგელიას „ვირტუსს“ ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს

16 ივნისი 2025, 09:01 73 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალის მეორე მატჩში „ბრეშა“ 75:65 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ბოლონიელთა შემადგენლობაში თორნიკე შენგელია კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

„ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთი მოგება სჭირდება, მომდევნო მატჩი ბრეშაში 17 ივნისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში