საგამოძიებო კომისიის სხდომა

16 ივნისი 2025, 14:09 100 ნახვა

„ტრაგიკული დღე“ - ასე შეაფასა საქართველოს რკინიგზის პრეს-სამსახურის უფროსმა  2009 წლის  15 ივნისს განვითარებული მოვლენები დროებით საგამოძიებო კომისიაზე. დაჩი ცაგურია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით იყო დაბარებული. ის 2009 წელს მაშინდელი ხელისუფლების წინააღდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელიც როგორც კომისიაზე თქვა, 34-ჯერ დააკავეს. მისი ინფორმაციით, 15 ივნისს მეგობრებმა აქცია პერფორმანსი მოაწყვეს, რა დროსაც ისინი  ნიღბიანებმა და სამართალდამცავებმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს. 

კომისიის წევრებს მოუყვა დაკავების დროს და დაკავების შემდეგ თუ როგორ გაუსწორდნენ სამართალდამცავები  მას და მის მეგობრებს სასტიკი მეთოდებით და ბლაგვი საგნებით. 

როგორც ცაგურიამ თქვა, მძიმე დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვითმხილველები იყვნენ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები.

დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, მისი დაკავებისა და ცემის შემდეგ, შურისძიებისა და შეშინების მიზნით, ფიზიკურად გაუსწორდნენ დედამისსაც, რომელიც ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.

კომისიამ დღეს  2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, აქციის კიდევ ორ მონაწილეს - მერაბ ჭიქაშვილსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს მოუსმინა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში