მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა 

17 ივნისი 2025, 11:15 105 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სერბეთის  საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან. უწყების ინფორმაციით, იაგოდა ლაზარევიჩი თბილისში საქართველოსა და სერბეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების საინაუგურაციო ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფება.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

დადებითად შეფასდა თბილისში სერბეთის საელჩოს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში