უნგრეთის და საქართველოს მმართველი პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების დელეგაციების შეხვედრა

17 ივნისი 2025, 14:09 94 ნახვა

''ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, თბილისში უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი’’ დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრებს საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოშიც გამართავენ.

ვიზიტის მიზანი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში