ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დღეს მორიგი პროცესი ადმინისტრაციულ საქმეზე გაიმართება. წინა პროცესზე ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ხანდაზმულია და სასამართლოს საქმის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
საქმე ეხება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის მიკვრას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაღლობელს შენობის იერსახის დამახინჯებას ევადება.
დღესვე ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი მზია ამაღლობელის შესახებ. ამ საკითხზე რეზოლუციას ხვალ უყრიან კენჭს.