უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში იტალიის წარმომადგენელი კენი კომი ბედელი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მესამე მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი იყო – ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
დღეს მსოფლიო პირველობაზე ერთი ქართველი – ილია სულამანიძე იჭიდავებს.