შეჯიბრება ჭადრაკში

18 ივნისი 2025, 19:57 97 ნახვა

ბათუმი ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა საქართველოს ჩემპიონატს ჭადრაკში ვაჟთა და გოგონათა შორის შშმ პირთა შორის.

ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდა. ასპარეზობაში  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 14 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

კაცთა შორის ტურნირის გამარჯვებული ამირან მალანია გახდა, მეორე ადგილზე ლერი ტალიკაძე გავიდა, ბადრი ცეცხლაძემ კი მესამე ადგილი ირგუნა.

გოგონათა შორის ჩემპიონი ანანო გოგონაძე გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, თეკლა გახოკიძე და ანა მგელაძე გავიდნენ.

გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში