საგამოძიებო კომისიის სხდომა

19 ივნისი 2025, 11:41 80 ნახვა

დროებით საპარლამენტო   კომისიის სხდომაზე დავით ცინდელიანის  სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეზე, 2008 წლის აგვისტოში სოფელ ხაიშის  სატყეო დეპარტამენტის   ხელმძღვანელი  პირი გია არსიანი გამოიკითხა. გაიხსენა, რომ 16 აგვისტოს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა,  გზაზე გააჩერეს მანქანიდან დავით ცინდელიანი გადაიყვანეს და რის შემდეგაც გაუჩინარდა.აქვე გეტყვით რომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი უკვე დადგენილია, რომლის მიხედვითაც  დადგინდა,რომ ცინდელიანი გაიტაცეს დახვრიტეს და ბეტონის ნაჭრებით გამობმული  ზღვაში გადააგდეს.
დანაშაულის გამო სასჯელს იხდის აფხაზეთის კუდის  უფროსი რომან შამათავა. დეტალებზე საუბარს სხდომაზე  ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი  აგრძელებს, რომელმაც განაცხადა რომ მისი შვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო აწამეს და მოკლეს.  შემდეგ კი  სხდომაზე განხილვა გაგრძელდება  2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ,რომელთან დაკავშირებითაც  გიორგი ჭოლაძეა დაბარებული. აქვე გეტყვით, რომ  სხდომის დასაწყისში   კომისიის წევრებმა  მიიღეს გადაწყვეტილება კომისიის უფლებამოსილების   1 თვით გაგრძელების მოთხოვნით   პარლამეტს მიმართონ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში