ჯიმ რიშის განცხადება

20 ივნისი 2025, 10:58 76 ნახვა

აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე წერს.

სენატორ ჯიმ რიშის თქმით, “ქართული ოცნების მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და სასამართლო სისტემის მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია".

„მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს ქვეყნის იმ მომავლისგან დაშორებით, რომელიც მის ხალხს სურს, და ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან დაახლოებით„ - წერს რიში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში