პარლამენტის ორი კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება დღეს ბათუმში. აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განსახილველი საკითხია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულება, დეპუტატების წინაშე მოხსენებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე წარადგენს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კი უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტის წევრებისთვის პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის სიახლეების გაცნობაა დაგეგმილი.