6 წელი 20 ივნისს განვითარებული მოვლენებიდან - პოლიტიკური შეფასებები

20 ივნისი 2025, 14:58 85 ნახვა

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც ასევე გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.  6 წელი  ე.წ. ,,გავრილოვის ღამიდან“, მაშინაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა. 

მოქალაქეების უკმაყოფილება და საპროტესტო აქცია  საქართველოში რუსული დელეგაციის ვიზიტს, მათ შორის  რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის  ჩამოსვლას და პარლამენტში მისვლას   მოჰყვა. 

აქციის დაშლის დროს კი  ზოგიერთმა მომიტინგემ თვალი დაკარგა. 20 ივნისის საქმეზე ისრები ხელისუფლებისკენ გადააქვთ და მიაჩნიათ, რომ  ქართული ოცნების“ არც მოქმედი და არც ყოფილი მაღალჩინოსნები არ უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას.  

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ   2019 წლის წინ განვითარებული პროცესები არ იყო ქვეყნის ინტერესების შესაბამისი და, რომ უცნობია ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში