უნგრეთის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩი, თამარ ლილუაშვილი სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინა

21 ივნისი 2025, 11:54 102 ნახვა

უნგრეთის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის გადაწყვეტილებით, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი უნგრეთის სახელმწიფო ჯილდოზე – „უნგრეთის ღირსების ორდენის მეთაურის ჯვარი“ წარადგინეს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში გაიმართა.

საქართველოს ელჩს ჯილდო უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ბოგლარკა ილეშმა გადასცა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა, ბოგლარკა ილეშმა და სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ადამ შტიფტერმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ელჩის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრეს.

დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ელჩის პირისპირ შეხვედრა სახელმწიფო მდივან ბოგლარკა ილეშთან.

თამარ ლილუაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას საპატიო ჯილდოსა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში